saqarTvelos mdinareebi - xelmosmula

ტერიტორიული ერთეულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
სათავე იმერეთის მაღლობი
სიგრძე 18.4 კმ
აუზის ფართობი 45.3 კმ²

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს იმერეთის მაღლობზე, ზღვის დონიდან 805 მ სიმაღლეზე. სიგრძე 18,4 კმ, აუზის ფართობი 45,3 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,1 მ³/წმ.